ბიზანტია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბიზანტია - ბიზანტიის იმპერია, სახელმწიფო რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში; წარმოიშვა IV საუკუნეში რომის იმპერიის დაშლის შედეგად მის აღმოსავლეთ ნაწილში (ბალკანეთის ნახევარკუნძული, მცირე აზია, სამხრეთ-აღმოსავლეთ ხმელთაშუა-ზღვისპირეთი) და არსებობდა XV საუკუნის შუა წლებამდე. დედაქალაქი – კონსტანტინოპოლი, სახელმწიფო ენა – ბერძნული. ძლიერების მწვერვალს მიაღწია VI საუკუნეში, იმპერატორ იუსტინიანე I-ის დროს, როდესაც მის შემადგენლობაში თითქმის მთელი ხმელთაშუა ზღვის აუზი შედიოდა. VII-IX საუკუნეებში არაბების, ლანგობარდების, ბულგარების და სლავების შემოსევების შედეგად მისი ტერიტორია ბიზანტიამ ეგრის-აფხაზეთიც დაკარგა. 1204 წელს კონსტანტინოპოლი აიღეს და გაძარცვეს ჯვაროსნებმა. ბიზანტია. აღდგა 1261 წელს, მაგრამ უწინდელი ძლიერება ვეღარ დაიბრუნა. 1453 წელს ბ-ის არსებობას ბოლო მოუღეს თურქ-ოსმალებმა.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები