ბირთვული სტრატეგია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:53, 12 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბირთვული სტრატეგია - კონცეფცია, რომელიც გამოხატავს ბირთვულ სახელმწიფოთა სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეხედულებებს ბირთვული ძალების მშენებლობაზე, გამოყენების პრინციპებსა და მათ როლზე ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
ყოველ ბირთვულ სახელმწიფოს აქვს თავისი სტრატეგია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებებით. სახელმწიფოების ბირთვული სტრატეგიის არსია, განიხილონ ბირთვული იარაღი, როგორც სტრატეგიული სტაბილურობის, ეროვნული და სამხედრო უსაფრთხოების გარანტი, პოტენციური მოწინააღმდეგეების შეკავებისა და დაშინების საშუალება.