ბლოკირებული სახლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:29, 23 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბლოკირებული სახლი – დაბალსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახეობა თითოეულ ბინაში დამოუკიდებელი შესასვლელითა და ბინის მიმდებარე ნაკვეთით. ბლოკირებული საცხოვრებელი სახლი შეიძლება იყოს: ერთსართულიანი; ორსართულიანი ბინებით ორ დონეზე (კოტეჯის ტიპის); ორსართულიანი ბინების განლაგებით სართულებზე; სამსართულიანი. ბინების მოხერხებული კავშირი მიმდებარე ნაკვეთებთან, ეკონომიურობა და კონსტრუქციული უპირატესობა ბლოკირებულ სახლს ხდის პერსპექტიულს დაბალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში.