ბოდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:31, 19 დეკემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბოდა (ოს. Бода) – ხორბლის ფქვილის ცომისგან გამომცხვარი მრგვალი ფორმის რიტუალური ღვეზელა ყველის ან ხაჭოს შიგთავსით; რელიგიური სადღესასწაულო სუფრის აუცილებელი ატრიბუტი. როგორც წესი, მას მბოლავ ნახშირთან და ცხვრის ქონთან ერთად დიდი ზომის სამსხვერპლო პურზე დებენ, რითაც მიანიშნებენ ამ უკანასკნელის საკულტო დანიშნულებაზე.
ლიტერატურა
Чибиров Л. А. Народный земледельческий календарь осетин. Цхинвали, 1976.