ბოლივია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:54, 23 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Nomanadze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბოლივია - (Bolivia - ბოლივიის რესპუბლიკა), სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში. არ აქვს ზღვაზე გასასვლელი. ფართობი 1098,6 ათ. კმ2, მოსახლეობა 10,9 მლნ. კაცი (2012). ოფიციალური ენა - ესპანური, კეჩუა და აიმარა. დედაქალაქი - ქ. სუკრე, ფაქტობრივი - ქ. ლა-პასი. ადმინისტრაციულად იყოფა 9 დეპარტამენტად. ბოლივია უნიტარული რესპუბლიკაა. სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ხელისუფლება ეკუთვნის ეროვნულ კონგრესს (ორპალატიანი პარლამენტი). სახელმწიფოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1825 წელს. ბოლივია ერთ-ერთი ნაკლებგანვითარებული ქვეყანაა სამხრეთ ამერიკაში. მრეწველობის ყველაზე განვითარებული დარგებია: სამთომოპოვებითი მრეწველობა, რომელშიც ძირითადი ადგილი უკავია თუთიის მოპოვებას. მსხვილი აეროპორტებია: ლა-პასი, სანტა-კრუსი, ტრინიდადი, კაჩაბამბა. შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 46,1 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 34,8 ათ., სამხედრო-საჰაერო 6,5 ათ. და სამხედრო-სამდინარო 4,8 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები