ბომბტყორცნა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:30, 26 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბომბტყორცნა - საფრენი აპარატის ეკიპაჟის მოქმედება საავიაციო ბომბების დამიზნების და ჩამოყრისთვის მოცემულ ობიექტზე (სამიზნეზე). მოიცავს მიზნის აღმოჩენას, დამიზნებას, შეიარაღების მომზადებას და ბომბების ჩამოყრას.
განასხვავებენ ბომბტყორცნის შემდეგ ხერხებს:
- ჰორიზონტალური ფრენით;
- ლოგარითმული ტრაექტორიიდან;
- პიკირებით;
- პიკირებიდან გამოსვლით;
- კაბრირებით.