ბორბოჭკოვანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:45, 29 იანვარი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბორბოჭკოვანა – კომპოზიტი, რომელიც შედგება პოლიმერისა (მოდიფიციებული ეპოქსიდური და პოლიამიდური შემკვრელი) და ბორის ბოჭკოებისაგან (მატრიცა). გამოირჩევა მაღალი სიმტკიცით ჭიმვის, ძვრისა და ჭრის დროს, დაბალი დენადობით, მაღალი სიმაგრითა და დრეკადობის მოდულით, თბო- და ელექტროგამტარობით. ბორის უწყვეტი ბოჭკოს გარდა, გამოიყენება კომპლექსური გადახლართული ბორმინაძაფი, რომელიც მას აძლევს ფორმის მდგრადობას. ბორმინაძაფის გამოყენება ამსუბუქებს მასალის დამზადების ტექნოლოგიურ პროცესს. ბორბოჭკოვანას აქვს მაღალი წინაღობა დაღლილობისადმი, მდგრადია რადიაციის, წყლის, ორგანული გამხსნელებისა და საპოხ-საწვავი მასალების მიმართ.