ბორზალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:55, 29 იანვარი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბორზალი||ბორძალი (მეგრ.) – ბოძალი – ორწვერა ისარი ან შუბიწმ. გიორგის, როგორც მეხმტყორცნელის, განუყოფელი ატრიბუტი.

მეგრელთა შეხედულებით, ჭექა-ქუხილის ჟამს თეთრ ცხენზე ამხედრებული წმ. გიორგი ზეცაში დაქროდა და ავსულებს ამ იარაღით ხოცავდა (შდრ.: აფხაზური „ა-ფი“, „აბჷრზალი“). იმავე შეხედულების თანახმად, მეხნაკრავ ადგილს წმ. გიორგის ბორზალის ნაკვალევი ამჩნევია.

სამეგრელოში ბორძალი წმ. გიორგის სახელობის, თითქმის, ყველა ეკლესიაში ინახებოდა, ხოლო სოფ. ხეთის (ხობის რ-ნი) წმ. გიორგის ეკლესია ამ იარაღის ერთგვარ საწყობსაც კი წარმოადგენდა. ხალხის რწმენით, ბორზალი ტაძარში ყოველწლიურად თავად წმინდანს მოჰქონდა; რაც უფრო მეტ იარაღს მოიტანდა, ის წელიწადი მით უფრო იღბლიანი იქნებოდა. გარდა ამისა, სამეგრელოში არსებობდნენ გვარები, რომელთაც ილორის წმ. გიორგის ეკლესიისთვის ნაჭედი რკინის ისრები უნდა შეეწირათ. მეგრულში სიტყვა ბორზალი||ბორძალი მეხის სინონიმიცაა.


ლიტერატურა

  • ნ. აბაკელია. ქრისტიანული წმინდანები დასავლურ-ქართულ რწმენა-წარმოდგენებში (წმინდა გიორგი) // მაცნე. ისტორიის სერია. № 3. 1985, გვ. 149-150;
  • ს. მაკალათია. სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია. თბ., 1941, გვ. 369;
  • ი. ყიფშიძე. რჩეული თხზულებანი. თბ., 1994.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები