ბოსნია და ჰერცეგოვინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:43, 23 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Nomanadze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბოსნია და ჰერცეგოვინა - (Bosna i Hercegovina), სახელმწიფო ბალკანეთის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში. შედგება ბოსნიის და ჰერცეგოვინის ფედერაციისა და სერბეთის რესპუბლიკისაგან. აქვს ადრიატიკის ზღვაზე გასასვლელი (სანაპირო ხაზი - 20 კმ). ფართობი 51,1 ათასი კმ2. მოსახლეობა 3,7 მლნ. კაცი (2012), 44% - ბოსნიელები, 32% - სერბები, 18% - ხორვატები. ოფიციალური ენები - ბოსნიური, სერბული და ხორვატიული. დედაქალაქი - ქ. სარაევო. სახელმწიფო ხელმძღვანელობის უმაღლესი ორგანოა - ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმი, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - საპარლამენტო ასამბლეა (ორპალატიანი პარლამენტი), აღმასრულებელი - მინისტრთა საბჭო (მთავრობა).ბოსნია და ჰერცეგოვინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა 1992 წლის 1 მარტიდან (1992 წლამდე შედიოდა იუგოსლავიის შემადგენლობაში). ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა. ფედერაციის შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 11 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 9,9 ათ. და სამხედრო- საჰაერო ძალები 1,1 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება შერეული პრინციპით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები