ბრეტონ-ვუდსის სავალუტო სისტემა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:34, 29 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბრეტონ-ვუდსის სავალუტო სისტემა − (Exchange system of Breton-Woods), სავალუტო ურთიერთობათა ორგანიზაციის ფორმათა ერთობლიობა, რომელიც იურიდიულად გაფორმდა ოქროდევიზური (ოქროსავალუტო) სტანდარტის სახით 1944 წელს ბრეტონ-ვუდსის (აშშ) კონფერენციაზე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. ეს სისტემა ეყრდნობოდა ეროვნული ვალუტების ფიქსირებულ გაცვლით კურსს. ფუნქციონირება შეწყვიტა 1971 წელს.