ბროკერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:00, 1 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბროკერი − (broker <ingl. broker), შუამავალი მყიდველებსა და გამყიდველებს შორის, მათი აგენტი კონტრაქტების დადებისას კომერციულ, სავალუტო, საკრედიტო და სადაზღვევო ოპერაციებში. დასპეციალებულია განსაზღვრულ საქონელსა და მომსახურებაზე, მოქმედებს კლიენტთა დავალებით მათს ხარჯზე და მათგან იღებს საკომისიოს ანუ ბროკერის გასამრჯელოს. ტიპური მაგალითია საფონდო ბირჟის ბროკერი. ბროკერისაგან უნდა განვასხვავოთ დილერი. ზოგიერთ ბაზარზე „ბროკერს” იყენებენ „დილერის” მაგივრად. ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ დილერები თავიანთი საქმიანობის ადრეულ ეტაპზე ასრულებდნენ ბროკერის ფუნქციებსაც. საფონდო ბირჟის ბროკერი აწარმოებს ფასიანი ქაღალდების, ძირითადად, აქციებისა და ობლიგაციების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ გარიგებებს.

ბროკერის გასამრჯელო

გასამრჯელო, რომელსაც იღებს ბროკერი კლიენტისაგან ყიდვა-გაყიდვის განხორციელებისათვის. ეს შეიძლება იყოს ფიქსირებული თანხა ან ოპერაციის ღირებულებისაგან პროცენტი.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები