ბრუნეი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბრუნეი - (Brunei darussalami - ბრუნეის სახელმწიფო), სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, კუნძულ კალიმანტანის (ბორნეო) ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე. ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება სამხრეთ ჩინეთის ზღვა. ფართობი 5,8 ათ. კმ2. მოსახლეობა 407 ათ. კაცი (2012), აქედან - 65% მალაელები, 20% ჩინელები. ოფიციალური ენებია მალაიური და ინგლისური. დედაქალაქი - ქ. ბანდარ-სერი-ბეგავანი. ბრუნეის. კონსტიტუციური მონარქიაა დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობის შემადგენლობაში. სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური - სულთანი. ბრუნეიმ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1984 წლის 1 იანვარს. ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს ნავთობის და ბუნებრივი აირის მოპოვება. ძირითადი საზღვაო პორტები: მუარა, სერია, ლუმუტი. საერთაშორისო აეროპორტი: ბანდარ-სერი-ბეგავანი. შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 7 ათ. კაცი (2012); სახმელეთო ჯარები 4,9 ათ., სამხედრო- საჰაერო 1,1 ათ., სამხედრო-საზღვაო ძალები 1 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებით.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები