ბუნგალო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:00, 26 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბუნგალო (ჰინდი banglā სახლი)
- ერთსართულიანი სახლის ინდური დასახელება, რომელიც ხმარებაში შემოვიდა ინდოეთში ბრიტანელების ბატონობის პერიოდში;
- ერთსართულიანი მსუბუქი სააგარაკე შენობა ვერანდებით. უმეტეს შემთხვევაში ამ ტერმინით აღნიშნავენ ნაგებობას აშშ-ში, სადაც სიტყვა „ბუნგალოს” ქვეშ იგულისხმება ქალაქგარეთა საცხოვრებლის განსაზღვრული კონსტრუქცია და გეგმარება. სამხრეთის ზოგიერთ ქვეყანაში ბუნგალო გამოიყენება, როგორც საცხოვრებელი ბინა ან საოჯახო სახლი, ევროპაში – როგორც ორსართულიანი ნაგებობა მიწის ნაკვეთითა (ბაღით) და მზის აბაზანების მისაღები ტერასით.