ბუნდესვერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:16, 13 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბუნდესვერი - (გერმანული bundeswehr – ფედერალური თავდაცვა), გერმანიის შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ადმინისტრაციის სახელწოდება.
შეიქმნა 1955 წელს, დასავლეთ ევროპის კავშირსა და ნატოში გერმანიის შესვლის შემდეგ. მისი შეიარაღებული ძალები შეიცავს სახმელეთო, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალებს.
სამხედრო ადმინისტრაცია ასრულებს შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფის ფუნქციებს. უმაღლეს მთავარსარდალს საომარ პერიოდში წარმოადგენს ფედერალური კანცლერი, ხოლო მშვიდობიანობის დროს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას ახორციელებს თავდაცვის მინისტრი.