ბურკინა-ფასო
ბურკინა-ფასო - სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში. არ გააჩნია ზღვაზე გასასვლელი. ფართობი 274,2 ათ. კმ2. მოსახლეობა 16,2 მლნ. კაცი (2012), ოფიციალური ენა - ფრანგული. დედაქალაქი - ქ. უაგადუგუ. ადმინისტრაციულად იყოფა 30 პროვინციად. სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური - პრეზიდენტი. დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1960 წლის 5 აგვისტოს ზედა ვოლტის რესპუბლიკის სახელწოდებით. სახელი გადაერქვა 1989 წელს. ბურკინა-ფასო. ჩამორჩენილი აგრარული ქვეყანაა. საერთაშორისო აეროპორტები: უაგადუგუ, ბობო-დიულასო. შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 11,2 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 6,4 ათ., სამხედრო-საჰაერო 1,6 ათ. და ჟანდარმერია 3,2 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება მოხალისეებით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.