ბურუნდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:40, 23 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Nomanadze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბურუნდი - (Burundi), სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში. არ აქვს ზღვაზე გასასვლელი. ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს ესაზღვრება ტბა ტანგანიკა, ზაირი, ჩრდილოეთით - ღუანდა, სამხრეთ-ამოსავლეთით - ტანზანია. ფართობი 27,8 ათ. კმ2. მოსახლეობა 8,5 მლნ. კაცი (2012). ოფიციალური ენები - კირუნდი, ფრანგული. დედაქალაქი - ქ. ბუჟუმბურა. ადმინისტრაციულად იყოფა 15 პროვინციად. სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი ეროვნული კრება, აღმასრულებელი - მთავრობა. დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა 1966 წლის 28 ნოემბერს. ბურუნდი ჩამორჩენილი აგრარული ქვეყანაა. მთავარი საერთაშორისო აეროპორტი - ბუჟუმბურა. შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 20 ათ. კაცი (2012). შედგება სახმელეთო ჯარებისგან, რომელშიც შედის სამხედრო-საჰაერო ქვედანაყოფები და ჟანდარმერიისაგან. დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები