გაზებო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:01, 26 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გაზებო – (ინგლ. Gazebo < ლათ. gaze მზერა, ყურება), ალტანკა; სკვერის (ბაღის) ნაგებობა, სამზერი მოედანი, ან ბელვედერი, შესრულებული კოშკის, გუმბათის, საბაღე სახლის სახით შემაღლებულ ადგილზე, მიმდებარე რელიეფის თვალთახედვისათვის. ის არის მსუბუქი აჟურული კონსტრუქცია, გაწყობილი მაგიდით, სკამებითა და სხვა საბაღე ავეჯით. გამოიყენება დასასვენებლად, აგრეთვე მზისა და წვიმისგან თავის შესაფარებლად. ძირითადად ამზადებენ ხის, პლასტმასისა და ლითონის კონსტრუქციებისაგან.