გალიონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გალიონი - (ესპ. galeon). იალქნიანი სამხედრო ხომალდი XVI–XVII სს-ში, გავრცელებული ინგლისში, ესპანეთში და საფრანგეთში. გამოიყენებოდა აგრეთვე ძვირადღირებული ტვირთების გადასატანად. წყალწყვა – 500-დან 2000 ტ-მდე; შეიარაღება – 100-მდე ქვემეხი. აძლიერებდნენ ჯარისკაცთა რაზმით (500 კაცამდე). სიგრძე დაახლ. 40 მ, სიგანე 10–14 მ, წყალწყვა 500–1400 ტ.
წყარო
- საზღვაო ლექსიკონი
- ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.