გალიონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გალიონი - (ესპ. galeon). იალქნიანი სამხედრო ხომალდი XVI–XVII სს-ში, გავრცელებული ინგლისში, ესპანეთში და საფრანგეთში. გამოიყენებოდა აგრეთვე ძვირადღირებული ტვირთების გადასატანად. შეიარაღება – 100-მდე ქვემეხი. აძლიერებდნენ ჯარისკაცთა რაზმით (500 კაცამდე).
- სიგრძე დაახლ. 40 მ,
- სიგანე 10–14 მ.
- წყალწყვა 500–2000 ტ-მდე.