გამბია
გამბია (Gambia – რესპუბლიკა გამბია) – სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში. დასავლეთიდან ესაზღვრება ატლანტის ოკეანე, ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით – სენეგალი.
ფართობი – 11,3 ათ. კმ2.
მოსახლეობა – 1,7 მლნ. კაცი (2012).
სახელმწიფო ენა – ინგლისური.
დედაქალაქი – ქ. ბანჯული.
ადმინისტრაციულად იყოფა 6 ოლქად.
სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური – პრეზიდენტი.
საკანონმდებლო ორგანო – ერთპალატიანი ეროვნული კრება.
დამოუკიდებელი სახელმწიფოა 1965 წლის 18 თებერვლიდან. გამბია ჩამორჩენილი აგრარული ქვეყანაა, მთავარი სასოფლო–სამეოურნეო პროდუქტია არაქისი.
საზღვაო პორტი – ბანჯული.
საერთაშორისო აეროპორტი – იუნდუმი ბანჯული.
შეიარაღებული ძალების საერთო შემადგენლობა 0,8 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარებში შედიან სამხედრო–საჰაერო და სამხედრო–საზღვაო ქვედანაყოფები. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.
