განედი
განედი – კუთხე, პლანეტის ცენტრიდან მოცემულ წერტილამდე გავლებულ ხაზსა და ეკვატორის სიბრტყეს შორის, რომელიც იცვლება 0-დან 90°-მდე ეკვატორის ორივე მხარეს. ის არის ერთ-ერთი კოორდინატი სფერულ კოორდინატთა სისტემის რიგში, რომელიც ადგენს დედამიწის ზედაპირის წერტილების მდებარეობას (გეოგრაფიული კოორდინატები, გეოდეზიური კოორდინატები), ციურ სფეროებსა (ციური კოორდინატები) და მზის, მთვარისა და პლანეტების ზედაპირზე (ჰელიოცენტრული კოორდინატები, სელენოგრაფიული კოორდინატები, პლანეტოგრაფიული კოორდინატები). გეოგრაფიული განედი არის კუთხე, რომელსაც ქმნის მოცემული წერტილის შვეული ეკვატორის სიბრტყესთან – მანძილი დედამიწის ზედაპირის რომელიმე წერტილამდე ეკვატორის ჩრდილოეთით ან სამხრეთით, გამოხატული გრადუსებით. წერტილების გეოგრაფიული განედი, რომელიც განფენილია ჩრდილოეთ ნახევარფეროში (ჩრდილოეთი განედი) მიჩნეულია დადებითად, ხოლო წერტილების განედი სამხრეთ ნახევარსფეროში (სამხრეთი განედი) – უარყოფითად. გარდა ამისა, ეკვატორთან მიახლოებულ განედებს უწოდებენ „დაბალს”, ხოლო პოლუსებთან ახლოს მდებარე განედებს – „მაღალს”. ადგილის განედის განსაზღვრა შესაძლებელია ისეთი ასტრონომიული ხელსაწყოების დახმარებით, როგორებიცაა სექსტანტი და გნომონი (პირდაპირი გაზომვა), აგრეთვე შესაძლებელია GPS-ისა და GLONASS-ის სისტემების გამოყენებაც (ირიბი გაზომვა).