განვითარების სტრატეგია (ეკონომიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:31, 12 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
განვითარების სტრატეგია' - (development strategy) - განვითარების პრობლემისადმი მიდგომა, რაც დამოკიდებულია ეკონომიკური ზრდის ამა თუ იმ მოდელის გამოყენებაზე. არსებობს უამრავი ერთმანეთისაგან განსხვავებული სტრატეგია, რომელთა შორის აღსანიშნავია შემდეგი მახასიათებლები: იმპორტის შენაცვლება შიდა წარმოებით, სამრეწველო განვითარება, ქალაქებისა და სასოფლო რაიონების ბალანსირებული განვითარება, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა და გაფართოება, საექსპორტო სექტორის განვითარება უცხოური ვალუტის მიღების მიზნით და ა.შ. განვითარების სტრატეგია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარებადი ქვეყნებისათვის.