გახანგრძლივებული ბირთვული ომის დოქტრინა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:44, 21 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გახანგრძლივებული ბირთვული ომის დოქტრინა - (გახანგრძლივებული ომი - protracted war), აშშ-ის სტრატეგიული დოქტრინა, ფორმულირებული პრეზიდენტ რ. რეიგანის ადმინისტრაციის მიერ.
დოქტრინის მიღება გამოწვეული იყო სსრ კავშირის გამალებული შეიარაღებით და ითვალისწინებდა აშშ-ის მომზადებას ხანგრძლივი ომისათვის. საბჭოთა კავშირში „გარდაქმნის პოლიტიკამ“ და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის განმუხტვამ, ფაქტობრივად, დღის წესრიგიდან მოხსნა ამ დოქტრინის აქტუალობა.