გეთსემანია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გეთსემანია - გეთსიმანია, გეთსამანია - სავარგულის ან ბოსტნის სახელწოდება, რომელიც მდებარეობდა ზეთისხილის მთის ძირას, იმ ბორცვის პირდაპირ, სადაც იერუსალიმის ტაძარი იყო აღმართული, კედრონის გადაღმა. იქ შეიპყრეს იესო საიდუმლო სერობის შემდეგ.
წყარო
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.