გეოგრაფიული კოორდინატები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:57, 25 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გეოგრაფიული კოორდინატები - კუთხური სიდიდეები (განედი და გრძედი), რომლებიც დედამიწის ზედაპირზე ეკვატორისა და საწყისი მერიდიანის მიმართ წერტილის მდებარეობას განსაზღვრავენ.
გეოგრაფიული განედი წარმოადგენს კუთხეს ვერტიკალურ ხაზზსა და ეკვატორს შორის მოცემულ წერტილში. აითვლება 00-დან 900-მდე ეკვატორის ორივე მხარეს.
გეოგრაფიული გრძედი წარმოადგენს კუთხეს მერიდიანის სიბრტყესა და საწყისი მერიდიანის სიბრტყეს შორის, გამავალს მოცემულ წერტილში. გრძედები 00-დან 1800-მდე საწყისი მერიდიანიდან აღმოსავლეთით იწოდება აღმოსავლეთ გრძედად, დასავლეთით – დასავლეთ გრძედად.