გვოდეი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:30, 17 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გვოდეჲ (რუთ. Гводей) – მზის გამოწვევის რუთულური რიტუალის, ამ რიტუალის მთავარი პერსონაჟი-დედოფალასა და საწესო სიმღერის საერთო სახელწოდება. ხშირი წვიმების დროს გოგონები ცოცხს ან ციცხვს ქალის ტანსაცმლით შემოსავდნენ და ამგვარი თოჯინითა და „გვოდეჲს“ სიმღერით სოფელს კარდაკარ დაივლიდნენ და თოჯინას რომელიმე „წმინდა ადგილზე“ დამარხავდნენ; შემდეგ მოსახლეობის მიერ ნაჩუქარი პროდუქტებით საერთო სუფრას გაშლიდნენ.
ლიტერატურა
Рамазанов Р. А. Мифические персонажи и их названия у рутульцев // Вестник Дагестанского научного центра. 2004, №17.