გლიეჟი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:25, 2 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გლიეჟი (მიწის წიდა, პორცელანიტი) – გამომწვარი ქანი, წარმოქმნილი მიწისქვეშა ხანძრების შედეგად ქვანახშირის ფენებში. გამოიყენება კირის, თაბაშირის, ცემენტის აქტიურ ჰიდრავლიკურ მინერალურ დანამატად (პორტლანდცემენტში არაუმეტეს 15%, ხოლო პუცოლანურ პორტლანდცემენტში – 25-40%).