გლუკოზა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:23, 15 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გლუკოზა – ორგანული ნაერთი, მონოსაქარიდი ჰექსოზების ჯგუფიდან, უფერო კრისტალური ნივთიერება სუნის გარეშე. გვხვდება ხილისა (ყურძენი), კენკროვნების წვენსა და თაფლში. ის ცოცხალი ორგანიზმის ზრდისთვის აუცილებელი ენერგეტიკული წყაროა. ქიმიური ფორმულა C6H12O6; სიმკვრივე – 1540 კგ/მ3. გლუკოზა დეპონირდება მცენარეებში ხდება სახამებლის სახით, ხოლო გლუკოზის პოლიმერი – ცელულოზა წარმოადგენს მცენარეთა უჯრედოვანი გარსის ძირითად შემადგენელს.