გობი (ჭურჭელი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:30, 24 იანვარი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გობი − თეფშის მსგავსი და დიდი ზომის სამზარეულო ჭურჭელი. ერთიანი ხისგან გამოთლილი მრგვალი ფორმის ხის ჭურჭელი, რომელიც რძისა და კაიმაღის დასასხმელად ანდა სხვა სითხისათვის, ასევე, ცომის მოსაზელად გამოიყენებოდა.
ლიტერატურა
ჩიტაია. 2001:212; დავითაძე. 1974: 69; შამილაძე, 1969:132 139, 145; მგელაძე, 1989:44; ქართული ეთნოლოგიური... 2009:105.