გორბოჟი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:27, 14 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გორბოჟ-ი (ვაინ. Горбож) – ვაინახური ფოლკლორის პოპულარული პერსონაჟი ქალი, გიგანტური ზომის, ზოგჯერ ცხრათავიანი არსება, რომელიც, თავის ვაჟებთან ერთად, ადამიანებისგან განცალკევებით ტყეში მდგარ ქოხში ცხოვრობს; აქვს ჯაგარივით თმა, რომლითაც მსხვერპლის შეკვრა (სესქა სოლსა და 12 ორსთხოელი ერთი ღერი თმით შეკრა); ფლობს ერბოქვას; თუ მას მიცვალებულს სხეულზე გაუსვამს, იმწუთშივე გააცოცხლებს. ჩეჩნური ზღაპრებისა და თქმულებების მიხედვით, გორბოჟი და მისი ვაჟები კაციჭამიები არიან. ისინი სტუმრად იტყუებენ გზააბნეულ მგზავრს, ბასრი დანით აქნიან და ჭამენ. გმირი მათგან თავს იხსნის მოტყუებით.
ლიტერატურა
Далгат У. Б. Героический эпос чеченцев и ингушей. Исследование и тексты. М., 1972.