გრენადა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:40, 18 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გრენადა - (Grenada), სახელმწიფო მცირე ანტილის კუნძულთა ჯგუფში, კარიბის ზღვაში.
საერთო ფართობი - 344,5 ათ. კმ2.
მოსახლეობა - 97 ათ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა - ინგლისური.
დედაქალაქი - ქ. სენტ-ჯორჯეზი.
ადმინისტრაციულად იყოფა 7 რაიონად.
გრენადა შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში.
სახელმწიფოს მეთაური - დიდი ბრიტანეთის მონარქი, წარმოდგენილი გენერალ-გუბერნატორით.
საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი.
აღმასრულებელი ორგანო - მთავრობა.
დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1974 წლის 7 თებერვალს.
გრენადა აგრარული ქვეყანაა. აწარმოებს მუსკატის (ჯავზი) თხილს (მსოფლიო მოპოვების 1/3).
შეიარაღებული ძალები წარმოდგენილია ეროვნული პოლიციით - 600 კაცი (2012). დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებით.
