გრუნტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:17, 31 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრუნტი − (გერმ. grund ფუძე, საფუძველი)

1. გრუნტი − მთის ქანების კრებსითი სახელი. გრუნტი განლაგებულია უმეტესად მიწის გამოფიტვის ზონების საზღვრებში და განეკუთვნება საინჟინრო-სამშენებლო საქმეში გამოყენების სფეროს. ის არის კლდოვანი და ფხვიერი. კლდოვანი გრუნტი მონოლითური ბუდობის ქანებია, ხოლო ფხვიერს მიეკუთვნება მსხვილნატეხებიანი, ქვიშოვანი და თიხოვანი ქანები. გრუნტები (ქანები) კლასიფიცირდება მათი წარმოქმნის, სიმტკიცისა და აბრაზიულობის მიხედვით; 2. ნებისმიერი ქანი ან ნიადაგი (აგრეთვე ადამიანის საწარმოო და სამრეწველო მოღვაწეობის მყარი ნარჩენები), რომლებიც დროში ცვალებადი მრავალკომპონენტიანი სისტემაა და გამოიყენება, როგორც საშენი მასალა ან ფუძე შენობა-ნაგებობისა; 3. სპეციალურად დამზადებული ქიმიური ნივთიერება (პიგმენტებისა და შემავსებლების ნარევი), რომელიც ქვედა ფენად ედება შესაღებ (გასალაქ) ზედაპირს ძვირადღირებული საღებავის, ემალის, ლაქის ეკონომიის მიზნით. ის აგრეთვე უზრუნველყოფს შესაღები ზედაპირის უწყვეტობასა და თანაბრობას; 4. ჰიდროსაიზოლაციო ნაერთი, შედგენილობა (ადვილადმოძრავი დუღაბი), რომელიც ნაწილდება და ნაწილობრივ შეიწოვება დასაცავი კონსტრუქციის ზედაპირზე (მაგ., მოჭიმვა); 5. ნივთიერება, რომელიც რაიმე ზედაპირს ამზადებს გამოყენების ან მოქმედებისათვის. ცნობილია გრუნტის მრავალი სახეობა: არაპლასტიკური, ბლანტი, ბურცვადი, გადამეტტენიანებული, გათხევადებული, გამაგრებული, გამოსაცდელ-გაყინული, გამოფიტვადი, გაყინული, გაყინული ამობურცული, გაცივებული, გაჯირჯვებადი, გლუვი, დაჯდომადი, დიდპლასტიკური, დისპერსიული, ერთგვაროვანი, ზამთრის, თაბაშირიანი, თიხოვანი, კლდოვანი, კუმშვადი, ლიოსის, ლხობადი, მიმწები, მკვრივი, მლაშე, მონალექი, მსუბუქი, მტვრისებრი, მცენარეული, მცოცავი, მცურავი, მსხვილნატეხებიანი, მუდმივგაყინული, მყარად გაყინული, მცურავი, ნაკლებპლასტიკური, ნაყარი, ნახევრად-კლდოვანი, პლასტიკური, პლასტიკურად გაყინული, საიმედო, სამღებრო, სეზონურად გაყინვადი, სუსტი, ტექნოგენური, ტორფიანი, უკუმშველი, ფაფისებრი, ფიქციური, ფოროვანი, ფხვიერი, ქვიანი, ქვიშათიხოვანი, ქვიშოვანი, ღორღიანი, შეკრული, ჩაყინული, წყლოვანი, ხელუხლები, ხვინჭოვანი, წარეცხილი, წაურეცხი და სხვ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები