გრუნტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრუნტი − (გერმ. grund ფუძე, საფუძველი)

გრუნტი − მთის ქანების კრებსითი სახელი. გრუნტი − სპეციალურად დამზადებული ქიმიური ნივთიერება (პიგმენტებისა და შემავსებლების ნარევი), რომელიც ქვედა ფენად ედება შესაღებ ზედაპირს ძვირადღირებული საღებავის, ემალის, ლაქის ეკონომიის მიზნით. გრუნტი − ჰიდროსაიზოლაციო ნაერთი, შედგენილობა (ადვილადმოძრავი დუღაბი), რომელიც ნაწილდება და ნაწილობრივ შეიწოვება დასაცავი კონსტრუქციის ზედაპირზე (მაგ., მოჭიმვა); გრუნტი − ნივთიერება, რომელიც რაიმე ზედაპირს ამზადებს გამოყენების ან მოქმედებისათვის. ცნობილია გრუნტის მრავალი სახეობა: არაპლასტიკური, ბლანტი, ბურცვადი, გადამეტტენიანებული, გათხევადებული, გამაგრებული, გამოსაცდელ-გაყინული, გამოფიტვადი, გაყინული, გაყინული ამობურცული, გაცივებული, გაჯირჯვებადი, გლუვი, დაჯდომადი, დიდპლასტიკური, დისპერსიული, ერთგვაროვანი, ზამთრის, თაბაშირიანი, თიხოვანი, კლდოვანი, კუმშვადი, ლიოსის, ლხობადი, მიმწები, მკვრივი, მლაშე, მონალექი, მსუბუქი, მტვრისებრი, მცენარეული, მცოცავი, მცურავი, მსხვილნატეხებიანი, მუდმივგაყინული, მყარად გაყინული, მცურავი, ნაკლებპლასტიკური, ნაყარი, ნახევრად-კლდოვანი, პლასტიკური, პლასტიკურად გაყინული, საიმედო, სამღებრო, სეზონურად გაყინვადი, სუსტი, ტექნოგენური, ტორფიანი, უკუმშველი, ფაფისებრი, ფიქციური, ფოროვანი, ფხვიერი, ქვიანი, ქვიშათიხოვანი, ქვიშოვანი, ღორღიანი, შეკრული, ჩაყინული, წყლოვანი, ხელუხლები, ხვინჭოვანი, წარეცხილი, წაურეცხი და სხვ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები