გუმბათი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სანტა მარია დელ ფორეს ტაძრის გუმბათი.
ბრუნელესკი, ფლორენცია 1420-1436 წ.

გუმბათი - (ეტიმ. გვიანლათ. cupula, კნინობითი ფორმა სიტყვისა cupa „თაღი“), კამაროვანი გადახურვა, რომელსაც შიგნიდან ნახევარსფეროს შეზნექილი ზედაპირის სახე აქვს, იხმარება კვადრატული, მრგვალი ან მრავალწახნაგა სადგომების გადასახურავად. ვერტიკალური დატვირთვებისგან გუმბათის კონსტრუქციებში წარმოიშობა მკუმშავი ძალები, ხოლო საყდენებზე – განმბჯენი. გუმბათი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე შესწავლილ სივრცით კონსტრუქციას, რომელიც ძირითადად გამოიყენება სამოქალაქო და რელიგიური დანიშნულების ნაგებობებში უძველესი დროიდან. მასალა, რომლისგანაც ამზადებენ გუმბათებს, გავლენას ახდენს კონსტრუქციულ სქემაზე და აგების მეთოდებზე.

გეოდეზიური გუმბათი დიამეტრით D ≈ 188 მ, აწევის ისა-რი ƒ ≈ 67 მ, ქ. ნაგოია, იაპონია

ძველი რომიდან დაწყებული მე-20 საუკუნემდე გუმბათის ასაგებად გამოიყენებოდა ბუნებრივი ქვა, ბოლო ასწლეულში კი გაბატონებული მდგომარეობა დაიკავა რკინაბეტონმა (მალით 100 მ-მდე), ლითონმა და დაწებებულმა მერქანმა (მალით > 100 მ). გუმბათის მოხაზულობა დამოკიდებულია არქიტექტურულ და ტექნოლოგიურ მოთხოვნებზე, მასალის სახეობაზე, ელემენტების ტიპიზაციაზე, დამზადების სიმარტივეზე, ტრანსპორტირებასა და კონსტრუქციის მონტაჟზე. გუმბათის გარსი ითვლება დამრეცად, თუ აწევის ისრის ფარდობა დიამეტრთან ƒ/D ≤ 0,2. გუმბათისმოქმედი დატვირთვების ძირითად სახეობებს მიეკუთვნება კონსტრუქციის საკუთარი წონა, თოვლი, ტექნოლოგიური დატვირთვები და ქარი. უმბათის გაანგარიშების მეთოდიკა დამოკიდებულია გარსისა და დატვირთვის სახეობაზე. დატვირთვა გუმბათზე შეიძლება მოქმედებდეს ღერძულ-სიმეტრიულად ან არასიმეტრიულად. პირველს მიეკუთვნება კონსტრუქციის საკუთარი წონა, აგრეთვე, როგორც ვარიანტი, თოვლის თანაბარგანაწილებული დატვირთვა და სიმეტრიულად განლაგებული შეკიდებული მოწყობილობების წონა; მეორეს – ქარის დატვირთვა; როგორც ვარიანტი – ცალმხრივი თოვლისა და სიმეტრიული მოწყობილობების მასა. კონსტრუქციული მოსაზრებებიდან გამომდინარე ანსხვავებენ წიბოვან, წიბოვან-რგოლურ და ბადისებრ გუმბათებს. ნებისმიერი, ამ სახის გუმბათებიდან, შედგება წიბოების სისტემისგან (კარკასი), საყრდენი რგოლებისაგან და შემომფარგვლელი კონსტრუქციებისაგან – ფენილი, შემოსვა, პანელი. ეს უკანასკნელი შეიძლება ჩართული იყოს კარკასის მუშაობაში. არსებობს აგრეთვე სხვა სახის გუმბათებიც, როგორებიცაა თხელკედლიანი და ფულერის გუმბათ-გარსები, გეოდეზიური გუმბათები და სხვ.

გუმბათს სახეები

  1. ცრუ გუმბათი
  2. ბოლქვისებრი გუმბათი
  3. გეოდეზიური გუმბათი
  4. მრავალწახნაგა გუმბათი
  5. ბადისებრი გუმბათი
  6. ქოლგისებრი გუმბათი
  7. აფრიანი გუმბათიაფრებზე დაყრდნობილი გუმბათი.
  8. სფერული გუმბათი – ნახევარსფეროს ფორმის გუმბათი.
  9. სფერულ-კონუსური გუმბათი – განიკვეთში ისრული თაღის მოხაზულობის მქონე გუმბათი.
  10. კარვისებრი გუმბათი – პირამიდის ფორმის გუმბათი.
  11. მუზარადისებრი გუმბათი – კონუსის ფორმის გუმბათი.

იხილე აგრეთვე

ქოლგისებრი გუმბათი

წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები