გუმბათოვანი სახურავი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:11, 18 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გუმბათოვანი სახურავი (ინგლ. dome roof) – სახურავი, რომლის საფუძველს წარმოადგენს გუმბათის ფორმის მოღუნული მზიდი კარკასი, ხოლო ბურულად გამოყენებულია რბილი მასალა, როგორებიცაა: ბიტუმის კრამიტი, მინაიზოლი, კომპოზიტური ფილები, რუბეროიდი, სხვადასხვა პლასტიკი, მოქნილი ლითონკრამიტი და სხვ. გუმბათით შესაძლებელია მთელი შენობის ან მისი ნაწილის გადახურვა. ასეთი სახურავებისათვის დამახასიათებელია გუმბათისა და კედლების ერთმანეთში მდოვრე გადასვლა.
თვით გუმბათის კონსტრუქცია შეიძლება იყოს: წიბოვანი, წიბოვან-რგოლური, ბადისებრი, ნაოჭისებრი, გუმბათ-გარსი და სხვა.