დავლური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:58, 5 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დავლური — ქართული ცეკვის სახეობა. თავდაპირველად იგი იყო ცეკვა „ქართულის“ პირველი ნაწილი, კერძოდ, ქალ-ვაჟის ნელი სვლა (დავლა) დინჯი მიხრა-მოხრით. მოგვიანებით დავლური იქცა დამოუკიდებელ ცეკვად. დავლურის მუსიკა დასაწყისში ნელია, ხოლო ხმალში გამოწვევისა და ორთაბრძოლის დროს კი – სწრაფი.