დაზვერვა ბრძოლით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:19, 28 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დაზვერვა ბრძოლით - სპეციალურად გამოყოფილი ქვედანაყოფების შეტევის გზით მოწინააღმდეგის შესახებ ცნობების მოპოვება. ეწყობა იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა ხერხებით მოწინააღმდეგის შესახებ საჭირო მონაცემების მოპოვება შეუძლებელია.
ბრძოლით დაზვერვისთვის შეიძლება დაინიშნოს გაძლიერებული ქვეითი ან სატანკო ბატალიონი (ასეული) და სადაზვერვო ქვედანაყოფები, რომელთა მოქმედებებს ავიაციის დარტყმებით, არტილერიის და სხვა საშუალებების ცეცხლით უჭერენ მხარს.
მეთაურები, რომელთა ზოლებში (მონაკვეთებზე) დაზვერვა ბრძოლით მიმდინარეობს, თვალს ადევნებენ მის მიმდინარეობას, შედეგებს და მზად არიან, მიღწეული წარმატება განავითარონ. დაზვერვა ბრძოლით მრავალი სახელმწიფოს არმიებში არის გათვალისწინებული.