დაზვერვის მზირნი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:37, 6 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დაზვერვის მზირნი
1. სახმელეთო ჯარების საჯარისო დაზვერვის ან სალაშქრო დაცვის რაზმი. გზავნიან ქვედანაყოფები და ნაწილები, რომლებიც მარშს ასრულებენ ან საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებენ - მოწინააღმდეგის, ადგილმდებარეობის, რადიაციული და ქიმიური ვითარების შესახებ მონაცემების მოპოვების, ან მოწინააღმდეგის გამოჩენის (თავდასხმის) შემთხვევაში დასაცავი ჯარების გაფრთხილების მიზნით. მზირთა შემადგენლობა, ჩვეულებრივ, ოცეულამდეა.
2. ხომალდი ან საფრენი აპარატი, რომელიც დაზვერვის ჩასატარებლად გამოიყენება.