დაზვერვის ჯგუფი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:46, 6 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დაზვერვის ჯგუფი - ტაქტიკური დაზვერვის ორგანო, რომელიც მოწინააღმდეგის ზურგში იგზავნება.
დაზვერვის ჯგუფის ძირითადი ამოცანაა:
გამოავლინოს მოწინააღმდეგის მასობრივი დაზიანების იარაღის და დაზიანების სხვა საშუალებების, ჯარების, მართვის პუნქტების, აეროდრომების, რადიოელექტრონული საშუალებებისა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების განლაგების ადგილები.
დაზვერვის ჯგუფის შემადგენლობა, როგორც წესი, არის ათეული. მოწინააღმდეგის ზურგში ჯგუფი იგზავნება შვეულმფრენებით, წყალქვეშა ნავებით, მანქანებით ან ქვეითად.