დასავლეთევროპული კავშირი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:05, 30 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დასავლეთევროპული კავშირი - (Western European Union - WEU), სამხედრო პოლიტიკური დაჯგუფება, შეიქმნა 1955 წელს. მასში გაერთიანებული იყო ბელგია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, საფრანგეთი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (შეიქმნა 1949 წლის 7 ოქომბერს). ამ კავშირმა შეიარაღებაზე კონტროლის ვალდებულება იკისრა.
დასავლეთევროპული კავშირის უმაღლესი ორგანოა ასამბლეა. კავშირის საქმიანობა საკონსულტაციო ხასიათს ატარებს. მასში მონაწილე ქვეყნები არიან ნატოსა და ევროპის ეკონომიკური გაერთიანების წევრები.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.