დახრილი (მათემატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:09, 17 ივლისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დახრილი – a წრფისადმი დახრილი – ყველა b წრფე, რომელიც a წრფეს კვეთს მართი კუთხისაგან განსხვავებული კუთხით. a წრფის b წრფესთან გადაკვეთის A წერტილს ეწოდება დახრილის ფუძე. მანძილს დახრილის ნებისმიერი B წერტილიდან დახრილის A ფუძემდე (A≠B). ეწოდება დახრილის სიგრძე.

სიბრტყისადმი დახრილი ეწოდება ყველა წრფეს, რომელიც ამ სიბრტყეს კვეთს მართი კუთხისაგან განსხვავებული კუთხით.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები