დედოფალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დედოფალა

დედოფალა - ბავშვის სათამაშო, გართობისა და თამაშისათვის განკუთვნილი.

დიდ როლს ასრულებდა ბავშვის ფიზიკური წვრთნისა და სულიერი ცხოვრების ჩამოყალიბებაში. დედოფალაში აირეკლებოდა ცალკეული ეთნიკური ჯგუფებისა და ასევე მთელი ხალხის სარწმუნეობრივი წარმოდგენები. ნივთიერი კულტურისა და ჩაცმა-დახურვის ელემენტები. დედოფალებით ძირითადად ერთობოდნენ გოგონები, რომლის მეშვეობითაც თანდათანობით შედიოდნენ ქალური ცხოვრების სფეროში.

დედოფალა ხელს უწყობდა ქალის მომავალი, გარდაუვალი მოვალეობის პირველად აღქმასა და ათვისებას სათანადო ჩვევების შემუშავებას. ადამიანთა მიმსგავსებით გაკეთებული დედოფალები უხსოვარი დროიდან არსებულა. საქართველოში დედოფალები გამოუყენებიათ მაგიური წეს-ჩვეულებების შესრულების დროსაც, რომელსაც შესთხოვდნენ გამრავლებას, შვილიანობას, წვიმის მოყვანას, ასეთი დედოფლების სახელი იყო: „ლაზარე“, „გონჯა“, „საწვიმარი გუგა“ აფხაზეთში - „ძივოუ“. დედოფალებს იყენებდნენ ავადმყოფობის მოცილების მიზნით, მაგ: ქართლში, წითელა ბატონების, ან ყივანახველას დროს გააკეთებდნენ დედოფალას, მორთავდნენ, პატარა ჯიბეში შაქარს ჩაუდებდნენ და გადააგდებდნენ შორს ავადმყოფობის მოცილებისა და გასტუმრების მიზნით.

ლიტერატურა

ნ. ღოღობერიძე, დედოფლების კატალოგი, 1968. ე.ნ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები