დეკარტის კოორდინატები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:05, 30 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დეკარტის კოორდინატები – სიბრტყეზე (ან სივრცეში) წერტილების მდებარეობის განსაზღვრის მეთოდი ორ (ან სამ) ურთიერთპერპენდიკულარულ ფიქსირებულ წრფეებამდე მათი დაშორების მანძილების საშუალებით. ამ მეთოდს ჯერ კიდევ ორი ათას წელზე მეტი ხნის წინათ იცნობდა არქიმედე და თვით ძველი ეგვიპტელებიც კი. ეს იდეა პირველად სისტემატურად განავითარა პ. ფერმამ და რ. დეკარტმა მათ ფორმულირებაში მანძილი შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ დადებითი ან ნული. მოსაზრება იმის შესახებ, რომ ეს მანძილები შეიძლება იყოს უარყოფითებიც, ეკუთვნის ი. ნიუტონს. ამ მანძილებს „კოორდინატები“ პირველად უწოდა გ. ლაიბნიცმა.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები