დეკორატიული ფანერა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:24, 28 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დეკორატიული ფანერა – ფანერა, დამზადებული ფისში გაჟღენთილი შპონების შეკვრის დაწნეხით მაღალ ტემპერატურაზე. ცხელი დაწნეხა უზრუნველყოფს ზედაპირის დეკორატიული გამომსახველობის მკვეთრ გაუმჯობესებას. ხშირად ზედაპირის ტექსტურის გასალამაზებლად იყენებენ ფისში გაჟღენთილ ქაღალდს, ქსოვილს, აფსკსა და 0,08-0,1 მმ სისქის მიკროშპონს, რომელსაც იღებენ წვრილფოროვანი ჯიშის ხის მორის დაჩურჩვნით.
