დერგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დერგი - დიდი ზომის თიხის ქილა, გამოიყენება ყველის, მარცვლეულისა და მზა პროდუქტის შესანახად. გავრცელებულია მთელ საქართველოში. მას „სახორბლე“ და „საფქვილე“ დერგებსაც უწოდებენ. ანალოგიური ფორმისა და დანიშნულების ქილები აღმ. საქართველოში ცნობილია „ქოცო ქილის“, „მწნილის ქილის“, „ძირის ქილის“ (კახეთი), „საქალაქო ქილის“, „საარაგვო ქილის“ (ქსნის ხეობა), და „ყველის ქილის“ სახელწოდებით. დერგების მრავალფეროვანი ნიმუშები უხვად ფიქსირდება საქართველის არქეოლოგიურ ძეგლებზე რაც ამ ჭურჭლის ინტენსიურ გამოყენებაზე მიუთითებს.
- მ.ზ.