დეფანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:51, 19 ივლისი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დეფანი — ძველებური ორსართულიასნი ხის საცხოვრებელი სახლის ღია აივანი. ასეთ სახლს მეორე სართულზე ასასვლელად გარედან კიბე ჰქონდა მიდგმული, რომლის დასასრულსაც ღია აივანი – დეფანი იყო გამართული. დეფანი, იგივე, გრძელი დერეფანი, აჭარული სახლის სისტემაში საცხოვრებელი ნაწილის გეგმის კომპოზიციის ერთ-ერთ დამახასიათებელ ტიპურ ელემენტს წარმოადგენდა, რომელსაც, ასევე, იაზლოღი ერქვა. დეფანი სახლის გეგმის კომპოზიციის სიმეტრიის ღერძზე იყო მოთავსებული, რომლის მოპირდაპირე მხარეებზე საძინებელი ოთახები, მარჯვნივ და მარცხნივ სხვადასხვა ტიპის სათავსოები სიმეტრიულადვე იყო განლაგებული.



ლიტერატურა

მგელაძე. 1966; ნიჟარაძე, 1971:180.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები