დე-ყაღეჟეხი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:18, 7 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დე-ყაღეჟეხ-ი (ადიღ. Де-къагъэжэх – „კაკლის დაგორება“)მაგიური ხასიათის ადიღური საახალწლო თამაში (იმართებოდა გაზაფხულის დღეღამსწორების პერიოდში, საახალწლო დღესასწაულის დროს, მოზდოკელ ადიღებში იანვრის შუა რიცხვებში, ე. ი. ძველით ახალ წელს). საოჯახო თამაშის მონაწილეები – უფროსები და ბავშვები – დიასახლისისგან მიიღებდნენ რა კაკლებს, მათ დახრილი საბრტყიდან რიგრიგობით დააგორებდნენ, ცდილობდნენ, ადრე დაგორებული კაკლისთვის მოეხვედრებინათ. მორტყმულ კაკალს გამარჯვებული იტოვებდა და შემდეგი სვლის უფლებასაც იძენდა. თამაშის აღმწერი ს. მაფეძევი გვამცნობს, რომ ის, ვინც კაკლების მეტ რაოდენობას მოიგებდა, დამდეგ წელიწადს ბედნიერება და წარმატება დაებედებოდა.


ლიტერატურა

Мафедзев С. Х. Обряды и обрядовые игры адыгов. Нальчик, 1979.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები