დივანხანე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:54, 11 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დივანხანე – შირვანშაჰების სასახლე ბაქოში, შუა საუკუნეების აზერბაიჯანის ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლი.
ანსამბლში შედის: სასახლის ორსართულიანი შენობა (ყველაზე ძველია კომპლექსში), დივანხანე რვაწახნაგა დარბაზით, რომლის 5 წახნაგს ამშვენებს თაღებიანი გალერეა (XV საუკ.), გეგმით მართკუთხა საძვალე (1435 წ.), ორგუმბათიანი მეჩეთი და მინარეთი (1442 წ.), სეიდ იაჰია ბაქუვის მომცრო მავზოლეუმი, აღმოსავლეთის კარი (1585 წ.), აბანო.