დიზაინი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:25, 9 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დიზაინი – მხატვრულ-კონსტრუქტორული საქმიანობა მრეწველობაში, რაც მოიცავს მხატვარ-კონსტრუქტორის (დიზაინერის) შემოქმედებას, მისი შრომის მეთოდსა და რეზულტატს, მათი რეალიზაციის პირობებს წარმოებაში. დიზაინის მიზანია შექმნას ნაწარმის ახალი სახეობა და ტიპები, რომლებიც უპასუხებს საზოგადოებრივი სარგებლობის, მოხმარებისა და სილამაზის მოთხოვნებს. დიზაინის თეორიაა ტექნიკური ესთეტიკა.