დინატემი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:32, 18 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დინატემი – თანამედროვე სპეციალური თბოსაიზოლაციო უწვავი მასალა, რომელიც მიიღება დიატომიდური თიხის აფუებით. ხასიათდება მაღალი წყალმედეგობით. სიმკვრივე 175-300 კგ/მ3. გამოდის ფილების სახით, რომელთა ზომებია: სიგრძე 0,5-1,5 მ, სიგანე 0,4-1 მ, სისქე – 60-100 მმ.